Accentnews.ge
პაკისტანში მომხდარ ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 107-ვე ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

პაკისტანში მომხდარ ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 107-ვე ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

22/05/2020 12:33:17 მსოფლიო

პაკისტანში, ქალაქ ყარაჩთან მომხდარ ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 107-ვე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქალაქის მერმა ვასიმ ახტარმა AP–ს განუცხადა.

მისივე თქმით, თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა და სულ მცირე, 5 სახლი გაანადგურა, ამიტომ შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

პაკისტანის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ხომალდი რეისს ლაჰორიდან ყარაჩის მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე 99 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროპის მიზეზი ტექნიკური გაუმართავობა იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S