
ლარი მცირედით გამყარდა
22/05/2020 12:56:45 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1916 ლარი იქნება, ერთი ევროსი – 3.4795 ლარი, ერთი ბრიტანული სტერლინგის - 3.8845 ლარი, ერთი თურქული ლირის - 0.4689 ლარი.
22 მაისს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1920 ლარი იყო, ერთი ევროსი – 3.5058 ლარი, ერთი ბრიტანული სტერლინგის - 3.9057 ლარი, ერთი თურქული ლირის - 0.4688 ლარი.
21 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენციაა. ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ცენტრალურმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან უკვე გაყიდა ჯამში 160 მილიონი აშშ დოლარი.