Accentnews.ge
მედია: მთავრობა ხუდონჰესის მშენებლობის ხელშეკრულებას აუქმებს

მედია: მთავრობა ხუდონჰესის მშენებლობის ხელშეკრულებას აუქმებს

22/05/2020 13:56:50 ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანია Trans Electrica-სთან დადებული ხელშეკრულების გაუქმებას აპირებს. ამ მიზნით, სამინისტრო საერთაშორისო იურიდიული კომპანია Hogan Lovells დაიქირავა, რომელსაც მომსახურებაში 118 ათას ევროს გადაუხდის,- წერს "ტაბულა".

ხუდონჰესის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით, 1 მილიარდი დოლარი იყო.

მთავრობამ Trans Electric-სა და კომპანიის ქართულ ფილიალთან ხელშეკრულება თავდაპირველად 2011 წელს გააფორმა. შეთანხმება მდინარე ხუდონზე 702 მეგავატიანი ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა.

მოგვიანებით ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა წინასწარ დადგენილი ფასით, სადგურისგან ელექტროენერგიას მომდევნო 15 წლის განმავლობაში შეიძენდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S