Accentnews.ge
მეცნიერები: „ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ღვიძლის დაავადებების გამწვავებული სიმპტომებით მივა საავადმყოფოში, Covid-19–ზე ტესტი უნდა ჩაუტარდეს“

მეცნიერები: „ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ღვიძლის დაავადებების გამწვავებული სიმპტომებით მივა საავადმყოფოში, Covid-19–ზე ტესტი უნდა ჩაუტარდეს“

22/05/2020 14:37:47 მსოფლიო

ბრიტანელი და ამერიკელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ღვიძლის დაავადებების გამწვავებული სიმპტომებით მივა საავადმყოფოში, Covid-19–ზე ტესტი უნდა ჩაუტარდეს.

როგორც ბრიტანეთის Oxford University Hospitals–ისა და აშშ–ის University of North Carolina–ს მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი, Covid-19–ით ინფიცირებულ პაციენტებში, რომელთაც ღვიძლის ქრონიკული დაავადებები აქვთ, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

კერძოდ, კვლევის შედეგების თანახმად, Covid-19–ით ინფიცირების შემთხვევაში ციროზით დაავადებულ პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40% –ია. იმ კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტებში კი, რომელთაც ღვიძლის ქრონიკული დაავადებები აქვთ (ციროზის გარდა) სიკვდილიანობის მაჩვენებელი 12%–ს აღწევს.

„ციროზით დაავადებულ პაციენტებში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გარდა, კორონავირუსმა შესაძლოა, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს ღვიძლის პრობლემები უფრო მეტად გაურთულოს. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანს, რომელიც ღვიძლის ქრონიკული დაავადებების გამწვავებული სიმპტომებით მივა საავადმყოფოში, უნდა ჩაუტარდეს ტესტი ახალ კორონავირუსზე“ – აცხადებს ოქსფორდის ჯონ რედკლიფის საავადმყოფოს მეცნიერი ტომას მარჯოტი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 334 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 199 000–ს გადააჭარბა, 2 086 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 723-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 495 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S