Accentnews.ge
პუტინი: "მადლობა ღმერთს, კორონავირუსი არ მაქვს და იმედია, არც მექნება"

პუტინი: "მადლობა ღმერთს, კორონავირუსი არ მაქვს და იმედია, არც მექნება"

22/05/2020 14:54:13 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი კორონავირუსით არ დაინფიცირდება. ამის შესახებ მან ტელეარხ "Россия 24"-ის ეთერში ექიმებთან ონლაინ-რეჟიმში საუბრისას განაცხადა.

„მადლობა ღმერთს, რომ მე თქვენი პაციენტი არ ვარ. იმედი მაქვს, რომ არც მომავალში ვიქნები“, - მიმართა ერთ–ერთ მედიკოსს პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: რუსეთში COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინს, მშენებლობის მინისტრ ვლადიმირ იუაკუშევს, კულტურის მინისტრ ოლგა ლიუბიმოვას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ვალერი ფალკოვს, პრეზიდენტის პრეს-სპიკერ დიმიტრი პესკოვს.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 3 249 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 326 448 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 99 825 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S