
ასლან ბჟანიას მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარეს
22/05/2020 16:07:34 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარეს. ამის შესახებ დღეს საზოგადოებას დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ წახნაკიამ აცნობა.
მისივე თქმით, ტესტირება გაიარეს აფხაზური დელეგაციის სხვა წევრებმა – ეკონომიკისა და ფინანსთა დე ფაქტო მინისტრებმაც.
«მოსკოვშიც და აქაც – დაბრუნების შემდეგ ისინი მკაცრი იზოლაციის პირობებში იმყოფებოდნენ. ყველა ვადა დაცული იყო. არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ. ტესტირების ყველა შედეგიც უარყოფითია», – აღნიშნა წახნაკიამ.
ცნობისთვის: სულ ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების 26 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია ერთი პაციენტი. ყველა ინფიცირებული აფხაზეთში რუსეთიდანაა ჩასული, მათი უმრავლესობა (16 ადამიანი) რუსეთის სამხედრო სასწავლებლებიდან დაბრუნებული კურსანტებია.