შეზღუდვები, რომელიც 23 მაისიდან რჩება ძალაში

22-05-2020 20:34:50 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს–სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, 23 მაისის შემდეგ რომელი შეზღუდვები რჩება ძალაში.

  • შეზღუდვა რჩება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებზე;
  • კაფე-რესტორნებში მომხმარებლების ადგილზე მომსახურებაზე;
  • ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე.
  • სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინო ზონებისა;
  • ასევე შეზღუდული რჩება ე.წ მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ;
  • შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება;
  • აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით. სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება;
  • ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინი პროდუქტის ექსპორტი, იმ პროდუქციაზეა საუბარი, რომელიც აუციელებლია კოვიდ 19-თან ბრძოლაში.
  • 23 მაისიიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიქტებშიც;
  • ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცის დაცვა.

"ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია, დაიცვას ის მოთხოვნები, რომელიც არის წამორდგენილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ხოლო, თუ ისინი დაკავებულები არიან სურსათის წარმოებით, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება არის სავალდებულო. ამ ეტაპზე შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე”, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნაზე იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე.

„აღნიშნული საბჭო სრული დატვირთვით გააგრძელებს ფუნქციონირებას და ასევე, მის ქვეშ არსებული ოპერაციული შტაბები და იფუნქციონირებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი 144“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" 22 მაისს, ღამის 00:00 საათზე უქმდება. უქმდება ავტომანქანაში სამ პირზე მეტის ყოფნის აკრძალვა, გარდა ტაქსებისა; 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს გარეთ გასვლის აკრძალვა მოუხსნეს, თუმცა შინ დარჩენის რეკომენდაცია კვლავ ძალაშია.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მთავრობას საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, შეზღუდვების შენარჩუნების უფლება 15 ივლისამდე აქვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები