
ჯანმო: COVID-19-ის პანდემიის ეპიცენტრმა სამხრეთ ამერიკაში გადაინაცვლა
22/05/2020 18:20:54 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის ეპიცენტრმა სამხრეთ ამერიკაში გადაინაცვლა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობების ექსპერტი მაიკ რაიან აცხადებს, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის ბრაზილიაში ყველაზე რთული სიტუაციაა.
„კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა იმატებს აფრიკაშიც: აფრიკის ცხრა ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების 50%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებელი დაბალია. რაიანს აზრით, ეს ფაქტორი ახალგაზრდა მოსახლეობას უკავშირდება. თუმცა ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ რისკი ჯერ კიდევ მაღალია, რადგან აფრიკის ქვეყნებში სათანადო სამედიცინო აღჭურვილობა არ აქვთ.