Accentnews.ge
აფხაზეთში COVID-19-ის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა

აფხაზეთში COVID-19-ის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა

22/05/2020 20:22:29 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ადგილობრივი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ტესტირება დღე-ღამის განმავლობაში სულ 69 პირს ჩაუტარდა და სამი მათგანის შედეგები დადებითი აღმოჩნდა. სამივე ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია, რომელიც აფხაზეთში ჩასვლისთანავე სავალდებულო ორკვირიან კარანტინში იყო მოთავსებული. ახლა მათ გუდაუთის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ სამკურნალოდ, სადაც მათი ჩათვლით სულ 20 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი ეყოლებათ.

შტაბის ცნობით, დღესვე, დღის განმავლობაში, განმეორებითი ტესტების უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ სოხუმის სანატორიუმ “აიტარის” საკარანტინო სივრციდან 28 კურსანტი გაუშვეს.

სულ აფხაზეთში ამ დროისთვის კოვიდ-ინფიცირების 28 შემთხვევაა დადასტურებული. ყველა პაციენტი რუსეთიდანაა ჩასული. 6 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S