Accentnews.ge
გამყრელიძე განმარტავს, დაახლოებით, როდის ამოქმედდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

გამყრელიძე განმარტავს, დაახლოებით, როდის ამოქმედდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

22/05/2020 20:41:18 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, ქვეყანაში რა შემთხვევაში ამოქმედდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

"მესმის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი სერიოზული დისკომფორტია. დღეს იყო ამაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოზეც. ჩვენ თუ რამეს მივაღწიეთ საქართველოში, ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც იქნა გამოყენებული, დროულად და სწორად, ეს იყო მობილობის დაგდება ქვეყანაში. მესმის, რომ ეს რთულია. მაგრამ, როდესაც სასწორის ერთ პინზე ვდებთ ადამიანთა ჯანმრთელობას, მეორეზე კი გარკვეულ მოთმინებას, ჯობია, რომ ცოტა დისკომფორტი გვქონდეს. მე არამგონია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. თუ ჩვენ იმ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, რაც დღეს ქვეყანაში არის, ამ საკითხს საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2"–ის ეთერში.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ეს მოხდება ივლისში თუ ივნისში, გამყრელიძემ ტრანსპორტი ივლისზე უფრო ადრე ამოქმედდება.

ცნობისთვის" პრემიერ–მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჯერ არ ამუშავდება, ჯანდაცვის მინისტრმა კი აღნიშნა, რომ რეკომენდაციები და პრინციპები მომავალი კვირიდან გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S