
ზუგდიდში კორონავირუსი ოთხ პირს დაუდასტურდა
22/05/2020 22:18:36 საზოგადოება
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 4 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრში აცხადებენ, ოთხივე პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. აქედან, სამი არასრულწლოვანია. ისინი 52 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერთან დაკავშირებული პირები არიან. ერთი ოჯახის წევრია, ხოლო ორი ნათესავი.ამასთან, მეოთხე ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს და ამ დრომდე საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.