Accentnews.ge
მედია: კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მედია: კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

22/05/2020 22:49:50 მსოფლიო

რიგი რუსული მედიასაშუალებების ცნობით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

Telegram-არხ “Baza”-ს ინფორმაციით, მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანილ კადიროვს ფილტვები აქვს დაზიანებული და მედიკოსები კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელიან.

მისივე ცნობით, ექიმები ვარაუდობენ, რომ ჩეჩნეთის ლიდერი 2-3 კვირის წინ დაინფიცირდა, რამდენიმე დღეში კი კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა, თუმცა თავად თვლიდა, რომ ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსი ჰქონდა.

ამ ინფორმაციას Лента.Ру-ც ავრცელებს.

ცნობისთვის: კადიროვი მოსკოვში სასწრაფო წესით ორიოდ დღის წინ გადააფრინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S