Accentnews.ge
საქართველოში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 500–ს გადასცდა

საქართველოში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 500–ს გადასცდა

23/05/2020 06:46:09 საზოგადოება

საქართველოში გასული დღე–ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსი ხუთ პირს დაუდასტურდა. ამრიგად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 728–მდე გაიზარდა, მათგან 509 პირი გამოჯანმრთელდა (გასულ 24 საათში 14), ხოლო ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე ჯამში 12 პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნული მონაცემები ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.

მისი ცნობით, 5 ახალი შემთხვევიდან 3 უკვე ინფიცირებულების კონტაქტებია, 2 კი საკარანტინე სივრციდანაა.

გუშინდელი 4 შესაძლო შემთხვევიდან არც ერთი არ დადასტურებულა. ამ ეტაპზე ერთი შესაძლო შემთხვევა გვყავს და მისი კვლევა ახლა მიმდინარეობს. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, გვყავს კვლავ სამი მძიმე პაციენტი, კრიტიკული უკვე არც ერთი არ არის, მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ ჯერჯერობით, მაინც პროგნოზულად მძიმედ რჩებიან არსებული მძიმე პნევმონიისა და გარკვეული სინდრომალური მდგომაროების გათვალისწინებით, თუმცა ამ ეტაპზე ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი არ გვყავს”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S