Accentnews.ge
ბოლო 24 საათში სომხეთში COVID–19–ით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში სომხეთში COVID–19–ით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

23/05/2020 07:07:06 მსოფლიო

ბოლო 24 საათში სომხეთში COVID–19–ით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული დღე–ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსი 374 ადამიანს დაუდგინდა, 3 კი დაავადებით გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ მე–6 დღეა, სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 200–დან 374–მდე მერყევობს. გუშინ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 322 ადამიანი დაინფიცირდა, 21 მაისს – 335, 20 მაისს – 230, 19 მაისს –218, 18 მაისს – 351. 18 მაისამდე სომხეთში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 200–ს არ აღემატებოდა.

რაც შეეხება Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობას, სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი 5–ს არ გადასცილებია.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 77 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 6 302 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2 936.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 340 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 300 000–ს გადააჭარბა, 2 161 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 728-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 509 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S