Accentnews.ge
მე–8 დღეა, რუსეთში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა 10 000-ს ჩამოსცდა

მე–8 დღეა, რუსეთში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა 10 000-ს ჩამოსცდა

23/05/2020 08:02:11 მსოფლიო

მე–8 დღეა, რუსეთში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა 10 000-ს ჩამოსცდა. როგორც ქვეყნის ოპერატიული შტაბი იუწყება, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 9 434 ადამიანი დაინფიცირდა და 139 გარდაიცვალა. 22 მაისს 8894 ადამიანი დაინფიცირდა, 21 მაისს – 8849 20 მაისს – 8764, 19 მაისს – 9 623, 18 მაისს – 8926, 17 მაისს – 9 709, 16 მაისს – 9 200. მანამდე, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში დაავდებით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 10 000–ს აჭარბებდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 3 388 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 335 882 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 107 936 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 340 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 300 000–ს გადააჭარბა, 2 161 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 728-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 509 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S