
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 8000–ს მიუახლოვდა
23/05/2020 08:08:50 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 8000–ს მიუახლოვდა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია.
- თურქეთი: 154 500 ინფიცირებული, 4276 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 3 855 ინფიცირებული, 46 გარდაცვლილი
- სომხეთი: 6302 ინფიცირებული, 77 გარდაცვლილი
- რუსეთი: 335 882 ინფიცირებული, 3 388 გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 340 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 300 000–ს გადააჭარბა, 2 161 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 728-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 509 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.