Accentnews.ge
ზუგდიდში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა: არიან დაშავებულები

ზუგდიდში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა: არიან დაშავებულები

24/05/2020 06:25:58 სამართალი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ახალგაზრდა მამაკაცია შემოყვანილი, ხუთივე იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში,უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა“, - აცხადებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრასნპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S