
მედია – ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს
24/05/2020 08:20:06 სამართალი
ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავეს, – იუწყება "მთავრი არხი".
მისივე ინფორმაციით, ჩოგბურთელს გამოძიება ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავება. საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს პროცესი.
"მთავარი არხის" ცნობით, ჩოგბურთელი ბრალს არ აღიარებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიციას იკავებს.