Accentnews.ge
პოლიციამ გორში მოპედის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ გორში მოპედის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

24/05/2020 06:20:03 სამართალი

პოლიციამ გორში მოპედის ქურდობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ლ.თ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ქალაქ გორში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა. ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 3-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S