
გუდაურში კაფე დაიწვა (ვიდეო)
25/05/2020 09:25:57 სამართალი, რეგიონები
გუდაურში მდებარე კაფე "ვიტამინი" დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით 112-ში ზარი არ შესულა.
მათივე ცნობით, კვამლი ადგილობრივმა მეხანძრეებმა შენიშნეს, თუმცა ადგილზე მისვლის შემდეგ, შენობა უკვე დამწვარი დახვდათ.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.