Accentnews.ge
საქართველოს პრეზიდენტი ეჭვობს, რომ კორონავირუსით შექმნილმა კრიზისმა შესაძლოა, რუსული აგრესია გამოიწვიოს

საქართველოს პრეზიდენტი ეჭვობს, რომ კორონავირუსით შექმნილმა კრიზისმა შესაძლოა, რუსული აგრესია გამოიწვიოს

24/05/2020 18:49:00 კონფლიქტები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეჭვობს, რომ ახალი კორონავირუსით შექმნილმა კრიზისმა შესაძლოა, რუსული აგრესია გამოიწვიოს.

„პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა და ნავთობზე ფასების დაცემამ, ასევე ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს. როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მე იმედი მაქვს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი აგრესია არ განხორციელდება. იმედს გამოვთქვამ, რომ კრიზისი რუსეთის ლიდერებს პრობლემის სხვა გზით გადაჭრის საშუალებებს აჩვენებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა Financial Times-თან საუბრისას.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა კორონავირუსის პანდემიას და ამ დროისთვის საქართველოში გარდაცვალების მხოლოდ 12 შემთხვევა ფიქსირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S