Accentnews.ge
ბრალდების მოწმე: „გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა“

ბრალდების მოწმე: „გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა“

25/05/2020 10:02:03 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მთავარმა მოწმემ, სამართალდამცველმა განაცხადა, რომ ბრალდებულს ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა.

მოწმე ბექა მახარაძის თქმით, გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი თავად ამოიღო.

„დავიწყეთ მე და ლევან ადეიშვილმა ჩხრეკა რა დროსაც ჩვენს მიერ აღნიშნული პიროვნებისგან მარჯვენა წელიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოვიღეთ. იარაღი ადგილზე განვმუხტე და გავაგრძელე ჩხრეკა მანქანაში. თხელი ქურთუკი ეცვა როგორც მახსოვს. იარაღზე როდესაც გაქვს ინფორმაცია, პირველ რიგში წელზე მიდიხარ და წელზე რომ შემოვუსვი ხელი, მარცხენა ხელზე მომხვდა, ვიგრძენი, რომ იარაღი იყო. ამოვუღე, განვმუხტე იარაღი, მჭიდი ამოვიღე, ექსპერტიზის პარკში ჩავაგდე, რომელიც გამომძიებელს ეჭირა. მანქანა ქალაქში მოძრაობდი და წყნეთში უნდა წასულიყო“, – განაცხადა ბრალდების მოწმემ.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S