რაზე შეიძლება, გაგიჩნდეთ ალერგია თვითიზოლაციაში და როგორ ვებრძოლოთ მას

25-05-2020 14:48:15 ეს საინტერესოა

თქვენ შესაძლოა, არ გცოდნოდათ, რომ ალერგია გაქვთ მტვერზე ან ობზე, სანამ რამდენიმე კვირის განმავლობაში მათთან ერთად არ აღმოჩნდით გამოკეტილი ერთ სივრცეში. შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენს ირგვლივ პოტენციური ალერგენები და გაეცანით მათგან თავდაცვის ხერხებს.

რატომ შეიძლება, წარმოიშვას ალერგია სახლის პირობებში

თუ უკვე დაახლოებით 30 წლის ხართ და დღემდე არასოდეს დაგწყებიათ სურდო, მაგალითად, კატებთან ან ძაღლებთან ახლო კონტაქტისას, ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს: ალერგიის სიმპტომები შეიძლება, ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს.

მნიშვნელოვან ფაქტორს აქ მემკვიდრეობითობა წარმოადგენს: თუ ერთ-ერთ მშობელს ალერგია ჰქონდა, თქვენში მისი წარმოქმნის ალბათობა 30–50%-ს შეადგენს, ხოლო თუ ორივე მშობელი ალერგიკი იყო - 60–80%-ს. თუმცა ამგვარ სიტუაციაშიც კი არის შანსი, ეს სენი ასაკთან ერთად დაძლიოთ: ხშირად მას შემდეგ, რაც ადამიანი 50 წელს გადასცილდება, სიმპტომები თავისით ქრება.

მოულოდნელი სურდოს და ცრემლდენის მიზეზს შეიძლება, პოტენციურ ალერგენთან მჭიდრო კონტაქტი წარმოადგენდეს. თუ თვითიზოლაციის პერიოდში მტვრის რეგულარულად გადაწმენდის აუცილებლობას მიივიწყებთ, რისკავთ, უსიამოვნო სიმპტომებს გაეცნოთ, განსაკუთრებით – თუ იმუნური სისტემა მაინცდამაინც კარგ ფორმაში არ გაქვთ, მაგალითად, რაიმე დაავადებით ავადობთ, ან ფეხმძიმედ ხართ.

რომელი ალერგენები არსებობს ბინაში

- მტვერი:

იგი შედგება საკვების, ირგვლივ არსებული ქსოვილების, მცენარეებისა და ბინაში მყოფი ცოცხალი არსებების კანის უმცირესი ნაწილაკებისგან. ხშირ შემთხვევაში ამ ნაკრებს, რომელიც ისედაც საშიშია ალერგიკებისთვის, მტვრის ტკიპებიც http://www.vidal.ge/health/rogor-davagtsiot-tavi-mtvris-tkipebs ემატება. ეს პაწაწუნა არსებები ეპიდერმისის ნაწილაკებით იკვებებიან და ცხოვრობენ იქ, სადაც სითბო და სინესტეა. საწოლის თეთრეული, რბილი ავეჯი და ხალიჩები მათი საყვარელი ადგილებია. ალერგიას მათი ექსკრემენტები და მტვრის ნაწილაკებთან შერეული ხრწნადი ნეშტები იწვევს.

- ობი:

მისი საარსებო გარემო დაახლოებით ანალოგიურია მტვრის ტკიპების გარემოსი: მთავარია, იყოს სითბო და სინესტე. ობს უყვარს სამზარეულო და აბაზანა, განსაკუთრებით, თუ ვენტილაცია სუსტია და მილებიდან წყალი ჟონავს.

ობის სპორები ჰაერში ტრიალებს და მათმა შესუნთქვამ შესაძლოა, ალერგია გამოიწვიოს.

- შინაური ცხოველები:

ფართოდ გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ალერგენს კატების ან ძაღლების არა ბეწვი, არამედ შარდი, ნერწყვი და კანის პაწაწინა ნაწილაკები წარმოადგენს, რომლებიც მტვერს ერევა და მთელს ბინას ედება. და ჰიპოალერგენული ჯიშები აქ არ არსებობს.

- მწერები:

მაგალითად, ტარაკნები. მათი ექსკრემენტები და საფარი შეიცავს ხიტინის ცილას, რომელიც ალერგიულ რეაქციას იწვევს. რიგ შემთხვევებში საქმე შეიძლება, ასთმამდეც მივიდეს. ასე, რომ დაიცავით წესრიგი და სისუფთავე სამზარეულოებში.

- მცენარეული მტვერი:

თვითიზოლაცია აქ ნაკლებად დაგეხმარებათ: ბინა პერიოდულად მაინც უნდა გაჰაერდეს, მაგრამ ამ დროს ალერგენები მასში ქუჩიდან ხვდება. ხოლო თუ პროდუქტებს მაღაზიებიდან თავად ეზიდებით, რისკავთ, ბინაში მცენარეული მტვერი თმით ან ტანსაცმლით შეიტანოთ.საყოფაცხოვრებო ქიმია და კოსმეტიკა კონსერვანტებს, ანტიბაქტერიულ კომპონენტებსა და არომატიზატორებს ალერგიის პროვოცირება შეუძლიათ. ამასთან, იგი ყველაში როდი ჩნდება პირველივე გამოყენებისას: თქვენ შეიძლება, წლობით ხმარობდეთ ერთსა და იმავე საცხს, მერე კი ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინოთ, რომ კანზე უცნაური გამონაყარი გაგიჩნდათ. სახლის დასუფთავებისას ხელთათმანის გამოყენება ყველას არ შველის: თუ ისინი ლატექსისგანაა დამზადებული, მაშინ შესაძლოა, თავად გამოიწვიოს ალერგია.სისუფთავისადმი გადამეტებული სწრაფვაც ალერგიის მიზეზად შეიძლება, იქცეს და თუ თვითიზოლაციის დროს გადაწყვიტეთ, თავისუფალი დრო სწორედ სახლის ლაგებას დაუთმოთ, რამდენიმე საათში კი ქავილი იგრძენით, ეს შეიძლება, ალერგიული რეაქციის სიმპტომი იყოს.

ასეთ შემთხვევებში ანტიგისტამინური პრეპარატები გადაგარჩენთ. მაგალითად სუპრასტინი. იგი მიღებიდან 15-30 წუთის განმავლობაში იწყებს მოქმედებას და კონტაქტური დერმატიტის სიმპტომებს აქრობს. სხვათა შორის, ეს პრეპარატი თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ, ბუნებაში გასვლის შემთხვევებშიც გამოგადგებათ, გიშველით ასევე მწერების მიერ დაკბენის, სხვა სამედიცინო პრეპარატებით ან საკვებით გამოწვეული ალერგიის შემთხვევებშიც. თანაც სუპრასტინის გამოყენება შეუძლიათ როგორც ზრდასრულებს, ისე ბავშვებსაც 3 წლის ასაკიდან.

სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ

ალერგია ძნელად პროგნოზიებადია და შეიძლება, წლის ნებისმიერ დროს ჩნდებოდეს. მართალია, გაზაფხულობით ცემინება შეიძლება, უფრო ადვილად მივაწეროთ მცენარეების მტვერს, მაგრამ მტვრის ტკიპებსა და ტარაკნებს წლის სეზონურობა სულ არ ადარდებთ.

ალერგიული რეაქციები შეიძლება, სხვადასხვაგვარად ვლინდებოდეს, მაგრამ არსებობს სიმპტომები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება:

  • უმიზეზო განგრძობადი სურდო;
  • თვალის დაწითლება, ქავილი და ცრემლდენა;
  • მუდმივი ცემინება ან ხველა;
  • ყელში ჩხვლეტის მსგავსი შეგრძნება;
  • კანზე შეწითლებები ან გამონაყარი, რასაც ქავილი და ქერცლვა ახლავს თან.

ხშირად ალერგია ძნელი გასარჩევია გრიპისგან, ამიტომაც უმჯობესია, თვითშემოქმდებასა და დიაგნოზის ინტერნეტის მეშვეობით დასმის მცდელობებს თავი დავანებოთ. თუ ეჭვობთ, რომ სისტემატიურ სურდოში არა ვირუსები, არამედ ალერგიაა დამნაშავე, მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ სისხლის საერთო ანალიზი იმუნოგლობულინ Е-ზე. შესაძლოა, ამ ანალიზის პასუხით ალერგოლოგთან გაგიშვან — საჭირო იქნება დამატებითი კვლევები ალერგენების დასადგენად.

როგორ დავამარცხოთ ალერგია

1. დაიცავით სისუფთავე

მტვერი ნამიანი ტილოთი აიღეთ, კვირაში 1-2-ჯერ ამტვერსასრუტეთ ან ნამიანი ტილოთი წმინდეთ იატაკი. ამასთან, იმისთვის, რომ სახლის ლაგებისას მავნე ნაწილაკები არ შეისუნთქოთ, გამოიყენეთ ნიღაბი. ამ პროცესში არომატიზატორების შემცველი საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენებაზე უმჯობესია, უარი ვთქვათ.

ოპტიმალური ტემპერატურა ბინაში 20-22 °C-ია, ჰაერის ტენიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს. სახლის განიავებისას ფანჯარას (სარკმელს, კარს) მიამაგრეთ ნესტიანი მარლა, რომელიც მცენარეების მტვრის ნაწილაკების ნაწილს მაინც შეაკავებს.

2. ნუ შეუშვებთ შინაურ ცხოველებს საძინებლებში

ხოლო თუ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობთ, ნუ დართავთ ცხოველებს ნებას, საწოლზე ან რბილ ავეჯზე ავიდნენ. თქვენი შინაური ბინადარი ყოველი გასეირნების შემდეგ უნდა ბანოთ — წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლმა ან კატამ შესაძლოა, სახლში ბეწვით მცენარეთა მტვრის ნაწილაკები და სხვა ალერგენები შემოგიტანონ.

ყოველ ჯერზე თქვენს შინაურ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ დაიბანეთ ხელები.

3. დროულად ცვალეთ თეთრეული

ეს კვირაში ერთხელ მაინც უნდა გაკეთდეს და თეთრეული ხარშვის რეჟიმში, ან მინიმუმ, 60 °C-იანი ტემპერატურის წყალში გაირეცხოს. გარეცხილი თეთრეული სახლშივე გააშრეთ, ნუ გაფენთ გარეთ – სხვა შემთხვევაში მასზე მტვრის ნაწილაკები დაილექება.

ნუ დაივიწყებთ ასევე რბილი სათამაშოებისა და დეკორატიული ბალიშების, ფარდებისა და გადასაფარებლების რეგულარულ რეცხვას.

შეცვალეთ ბუმბულისა და ნატურალური მატყლის ნაწარმი სინთეტიკურით.

4. გაიტანეთ სახლიდან ზედმეტი ნივთები

რაც ნაკლებია სახლში “მტვრის ბუდეები”, მით ნაკლებია ალერგიის რისკი. ხალიჩები უმჯობესია, მაშინკვე აკეცოთ და თუ ასეთი არსებობს, შეზიდოთ სათავსოში, იქვე მიუჩინოთ ადგილი მანამდე ღია თაროებზე მდგომ წიგნებსა და დეკორატიულ ნივთებს.

5. მოაწესრიგეთ აბაზანა

დარწმუნდით, რომ ვენტილაცია ნორმაშია. თუ აბაზანაში მუდმივი სინესტეა, შხაპის მიღების შემდეგ კარი მუდმივად ღიად დატოვეთ. ლაგებისას ნუ დაივიწყებთ მეტლახისა და კაფელის ფილებს შორის “ნაკერების” წმენდას, იგივე ეხება აბაზანის ფარდასა და ხალიჩებს. რეცხვის შემდეგ გაამშრალეთ სარეცხი მანქანის კარზე არსებული რეზინის დისკი.

და ბოლოს, ნუ გადადებთ მჟონვარე მილების ან ონკანების შეკეთებას.

6. მაქსიმალური წესრიგი და სისუფთავე სამზარეულოში

ნებისმიერი დაძველებული საკვები მაცივრიდან ნაგვის ყუთში გადაუშვით. თავად მაცივარი კვირაში ერთხელ წმინდეთ. მაგიდასა და იატაკზე ნამცეცები არ დატოვოთ – წინააღმდეგ შემთხვევაში მეზობლების ტარაკნებს მიიზიდავთ. უმჯობესია, ბურღულეულისა და ფქვილის ღია ტომარები არ შეინახოთ — გადაიტანეთ ისინი ჰერმეტული თავსახურების მქონე ჭურჭელში. რეგულარულად გაიტანეთ ნაგავი და გამოიყენეთ ნაგვის სახურავიანი სათავსო, რათა მწერებმა საკვებს ვერ მიაკვლიონ.

7. აუცილებლობის გარეშე ნუ გახვალთ სახლიდან მცენარეების ყვავილობისას

თვითიზოლაციის რეჟიმი ჯერ არ გაუქმებულა.

რაც ნაკლებს იხეტიალებთ ქუჩაში, მით ნაკლებია მტვრის შესუნთქვის რისკი.

პრეპარატები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაგვეხმარება

გამოცდილმა ალერგიკებმა იციან, რომ ყვავილობის პერიოდში ან მუდმივი – წლიური ალერგიის შემთხვევაში აუცილებელია, სულ თან იქონიოთ თანამედროვე საშუალებები, როგორიცაა, მაგალითად, “სუპრასტინექსი”.

ეს ინოვაციური პრეპარატი რეგულარულად ხანგრძლივი დროის - 6 თვის განმავლობაში შეგიძლიათ, მიიღოთ. თერაპევტულ დოზებში იგი პრაქტიკულად არ იწვევს ძილიანობას. მოზრდილებს მისი ტაბლეტური ფორმა გამოადგებათ – ერთი აბი დღეში, 2-დან 6 წლამდე ბავშვებს – წვეთები.

თუმცა პრეპარატს უკუჩვენებებიც გააჩნია, ამიტომაც მიღების დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა.

წყარო: lifehacker.ru

ახალი ამბები

სხვა სიახლეები