Accentnews.ge
სახელმწიფო აუდიტი – 270 მილიონის სესხით დაფინანსებული 11 პროექტი, რომელიც 0%-ით შესრულდა

სახელმწიფო აუდიტი – 270 მილიონის სესხით დაფინანსებული 11 პროექტი, რომელიც 0%-ით შესრულდა

25/05/2020 17:01:53 საშინაო პოლიტიკა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების პროექტი გამოაქვეყნა. ბიუჯეტური შემოსავლებისა და ხარჯების ნაწილთან ერთად, ანგარიშში საუბარია იმ პროექტებზე, რომლებიც სესხით არის დაფინანსებული და რომელთა განვითარებაც 2019 წლის განმავლობაში იგეგმებოდა.

11 პროექტი, რომელთა შესასრულებლად მთავრობამ დაახლოებით, 272 მილიონი ლარის სესხი აიღო და გასული წლის განმავლობაში ამ პროექტების ათვისება 0%-ს შეადგენდა:

  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (JICA) — სესხის მოცულობა — 48,8 მილიონი ლარი;
  • ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი (EU, KfW) — სესხის მოცულობა — 15 მილიონი ლარი;
  • საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერება (SG) — სესხის მოცულობა — 55 მილიონი ლარი;
  • კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) — სესხის მოცულობა — 9,5 მილიონი ლარი;
  • გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) — სესხის მოცულობა — 4,5 მილიონი ლარი;
  • ჩრდილოეთის რგოლი ეგხ (I ფაზა) (KfW, EBRD) — სესხის მოცულობა — 13,5 მილიონი ლარი;
  • თბილისის ავტობუსების პროექტი (II ფაზა – გაზი) (EBRD) — სესხის მოცულობა — 75 მილიონი ლარი;
  • 500 კვ ეგხ „წყალტუბო –ახალციხე – თორთუმი“ (KfW) — სესხის მოცულობა — 5 მილიონი ლარი;
  • საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (EIB) — სესხის მოცულობა — 8 მილიონი ლარი;
  • ხელედულა –ლაჯანური –ონი (KfW) — სესხის მოცულობა — 9 მილიონი ლარი;
  • თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD) — სესხის მოცულობა 20 მილიონი ლარი;
  • 500 კვ ეგხ „ჯვარი –წყალტუბო“ (WB) — სესხის მოცულობა 9 მილიონი ლარი;

ამასთანავე, ბიუჯეტის თავდაპირველ კანონთან მიმართებით 70%-ზე ნაკლები შესრულება ფიქსირდება 27 საინვესტიციო პროექტს. ამასთანავე, ამ სასხრების აუთვისებლობის გამო სახელმწიფომ წლის განმავლობაში ჯარიმის სახით 6 მილიონი გადაიხადა. საუბარია, ჯარიმაზე, რომელიც მსესხებელმა სესხის გაცემის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში იხდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S