Accentnews.ge
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

26/05/2020 04:30:55 საზოგადოება

სინოპტიკოსები დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ.

უნალექო ამინდები 28 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება. 29-30 მაისს ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით კლებაა მოსალოდნელი, 31 კი მაისიდან საქართველოს მასშტაბით კვლავ დათბება.

„უნალექო ამინდები დარჩება 28 მაისის ჩათვლით და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26-27 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 27-32 გრადუსამდე გათბება.

ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებაა მოსალოდნელი 28 მაისს – დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 31-33 გრადუსი, აღმოსავლეთით კი ჰაერი 28-31 გრადუსამდე გათბება.

29-ში, დღის პირველი ნახევარი უნალექოდ ჩაივლის, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან დღის ბოლომდე საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდება, დღის ბოლოს მოსალოდნელია ზოგიერთ რეგიონში წვიმა, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S