Accentnews.ge
ლევან დავითაშვილი: „თავისუფლება და დემოკრატია ჩვენი მთავარი ღირებულებებია“

ლევან დავითაშვილი: „თავისუფლება და დემოკრატია ჩვენი მთავარი ღირებულებებია“

26/05/2020 07:07:04 პოლიტიკა, რეკლამა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ქართულ საზოგადოებას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ დემოკრატიასა და თავისუფლებაზე დგას.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. საუკუნეზე მეტი გავიდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. თავისუფლება და დემოკრატია ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ამ ღირებულებებზე დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და განვითარებისთვის გადადგმული ყველა ნაბიჯიც ამ ღირებულებების გამტკიცებას ემსახურება. ჩვენს მრავალსაუკუნოვან, განსაკუთრებული ისტორიის მქონე ქვეყნაში ჩვენი ხალხი არაფერშია ისეთი ერთიანი, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და ამ ბრძოლის შედეგის შენარჩუნებაში. ჩვენ გადავლახეთ ბევრი სიძნელე, გამოწვევების წინაშე ვართ დღესაც, იქნება გარკვეული სირთულეები მომავალშიც, მაგრამ საქართველოს განვითარება და წინსვლა გარდაუვალი პროცესია და მას ვერაფერი შეაჩერებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S