საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19–ისგან განკურნებულთა რაოდენობა ინფიცირებულებისას 11–ჯერ აჭარბებს

26-05-2020 11:11:52 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 732 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 11- ით გაიზარდა და 537 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 300 პირი.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები