Accentnews.ge
"საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა"

"საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა"

26/05/2020 08:32:58 საშინაო პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, თუმცა ქვეყანამ გამთლიანება მშვიდობიანი გზით უნდა შესძლოს.

"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენი, ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ჩვენ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად და შრომით, ჯარმაც ამ შრომაში უნდა მიიღოს თავისი დიდი წვლილი. მეგობრებო, ჩვენ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, ტრადიციებზე დაყრდნობით, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინებით უნდა ვიყურებოდეთ წინ. თანამედროვე ქართული ჯარი გვაძლევს უდიდეს მაგალითს ჩვენი ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებით, თუ როგორ უნდა ვიყოთ მობილიზებულები, როგორ უნდა ვიყოთ წარმატებულები და როგორ ეფექტურად უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს. ბატონებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ, ჩვენ ყველას შეგვეძლოს ვთქვათ, რომ შევიტანეთ ჩვენი წვლილი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და გაერთიანებაში“,- განაცხადა პრემიერმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S