Accentnews.ge
"ჩვენი მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანი გზით"

"ჩვენი მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანი გზით"

26/05/2020 08:31:02 საშინაო პოლიტიკა

"ჩვენი მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანი გზით", – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"როდესაც არავინ იცის ხვალ სამყარო როგორი იქნება, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ჯარის წარმატება არის გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის, ჩვენი ეფექტური თანამშრომლობის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსთან და ევროკავშირთან და საქართველოს ჯარს ამაში აქვს უდიდესი ფუნქცია. ჩვენი ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანი გზით. ჯარმაც ამ შრომამ უნდა მიიღოს თავისი დიდი წვლილი“, - განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S