Accentnews.ge
მედია – უკრაინაში სამართალდამცველები წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

მედია – უკრაინაში სამართალდამცველები წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

26/05/2020 09:22:46 მსოფლიო

უკრაინაში, კაგარლუკის პოლიციის განყოფილების 2 თანამშრომელი წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, – იუწყება უკრაინული მედია.

მისივე ცნობით, 24 მაისს ერთ-ერთმა სამართალდამცველმა დაკითხვაზე მოწმის სტატუსით გამოცხადებულ ქალს ხელბორკილები დაადო, აირწინაღი გაუკეთა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმა გაისროლა და გააუპატიურა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ მამაკაცსაც, რომელიც იმჟამად პოლიციის განყოფილების შენობაში იმყოფებოდა. პოლიციელები მამაკაცს გაუპატიურებითაც დაემუქრნენ.

მედიის ცნობით, საქმეს კიევის საოლქო პროკურატურა იძიებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S