
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 8000–ს გადააჭარბა
26/05/2020 09:39:35 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 8000–ს გადააჭარბა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი თურქეთსა და რუსეთშია დაღუპული.
- თურქეთი: 157 814 ინფიცირებული, 4369 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 4 271 ინფიცირებული, 51 გარდაცვლილი
- სომხეთი: 7 402 ინფიცირებული, 91 გარდაცვლილი
- რუსეთი: 362 342 ინფიცირებული, 3 807გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 347 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 590 000–ს გადააჭარბა, 2 368 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 732-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 537 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.