Accentnews.ge
ცხინვალი ქართველ პოლიციელებსა და ევროდამკვირვებლებს “საზღვრის მრავალჯერად დარღვევაში” ადანაშაულებს

ცხინვალი ქართველ პოლიციელებსა და ევროდამკვირვებლებს “საზღვრის მრავალჯერად დარღვევაში” ადანაშაულებს

26/05/2020 10:18:21 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ქართველ პოლიციელებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მრავალჯერად უკანონო კვეთაში” ადანაშაულბს.

«21 მაისს, საღამოს ცხინვალის რაიონის დასახლებულ პუნქტ ქსუისის მიდამოებში დაფიქსირდა საქართველოს პოლიციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტი. მეორე დღეს, 22 მაისს ქართველმა პოლიციელებმა სასაზღვრო რეჟიმი დაარღვიეს ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუას [ოსური სახელწოდება – რედ.] მიდამოებში და რესპუბლიკის ტერიტორიის სიღრმეში დაახლოებით 10 მეტრით შემოვიდნენ. მესაზღვრეების პირდაპირი გაფრთხილების შემდეგ მათ რესპუბლიკის ტერიტორია დატოვეს», - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ცხინვალში ასევე ირწმუნებიან, რომ «ქართული ძალოვანი უწყებები არ ეშვებიან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთებზე ახალი სადამკვირვებლო პუნქტების მოწყობის მცდელობებს». ამ კონტექსტში დასახელებულია ახალგორის რაიონის დასახლებული პუნქტი ძეგლევი.

«სახმრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერტიტორიაზე ქართველი პოლიციელებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების უკანონო ყოფნა, ასევე ახალი სადამკვირვებლო პუნქტების მოწყობის მცდელობები სამხედრო რისკებს ზრდის და კონფლიქტის ესკალაციის პოტენციურ საფრთხეს აყალიბებს», - ნათქვამია განცხადებაში.

ცოტა ხნით ადრე ცხინვალმა განაცხადა, რომ თბილისის ლუგარის ცენტრის წარმომადგენლები ევროდამკვირვებლების ხელშეწყობით «სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ბიოლოგიური მასალის შეგროვებას ცდილობდნენ».

თავის მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ამ განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა.

«მსგავსი მცდელობები არ ყოფილა და არც იგეგმება. ჩვენი მისია სადამკვირვებლოა და ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს დაკვირვებას, მათ შორის – პანდემიის ერიოდშიც” – განაცხადეს მისიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S