Accentnews.ge
"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ საქართველო! თქვენ დამოუკიდებლობა მოიპოვეთ და ძალიან ბევრს შრომობთ მის შესანარჩუნებლად"

"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ საქართველო! თქვენ დამოუკიდებლობა მოიპოვეთ და ძალიან ბევრს შრომობთ მის შესანარჩუნებლად"

26/05/2020 11:52:20 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ საქართველო! თქვენ დამოუკიდებლობა მოიპოვეთ და ძალიან ბევრს შრომობთ მის შესანარჩუნებლად. გილოცავთ!“,- წერს აპატურაი „ფეისბუქში“ პირად გვერდზე.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა სცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შესძლო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S