Accentnews.ge
სააკაშვილი ზელენსკის მიერ ხელმოწერილ ახალ საგადასახადო კოდექსს აკრიტიკებს

სააკაშვილი ზელენსკის მიერ ხელმოწერილ ახალ საგადასახადო კოდექსს აკრიტიკებს

26/05/2020 12:06:55 საგარეო პოლიტიკა, მსოფლიო

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილ ახალ საგადასახადო კოდექსს აკრიტიკებს.

როგორც სააკაშვილმა ტელეარხ „უკრაინა 24“-ის ეთერში განაცხადა, სასწრაფოდ შესაცვლელია ქვეყნის საგადასახადო კოდექსი, რომელიც, მისი თქმით, ზრდის საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილებას და ართულებს გადასახადების ადმინისტრირებას.

საუბარია, კანონპროექტ 1210-ზე "გადასახადის გადახდის თავიდან არიდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ", რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა 21 მაისს მოაწერა ხელი.

ცნობისთვის: 7 მაისს ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. აღნიშნულის გამო 8 მაისს საქართველომ უკრაინიდან ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვია. გუშინ ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S