Accentnews.ge
ბჟანია და ბიბილოვი 24 ივნისს მოსკოვში სამხედრო აღლუმს დაესწრებიან, რომელიც ამ დღეს ცხინვალშიც გაიმართება

ბჟანია და ბიბილოვი 24 ივნისს მოსკოვში სამხედრო აღლუმს დაესწრებიან, რომელიც ამ დღეს ცხინვალშიც გაიმართება

27/05/2020 09:00:14 კონფლიქტები

აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები 24 ივნისს მოსკოვში “გამარჯვების აღლუმს” დაესწრებიან.

შესაბამისი განცხადებები დღეს დე ფაქტო პრეზიდენტების ადმინისტრაციებმა გაავრცელეს.

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ 24 ივნისს, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მხრივ არსებული რთული მდგომარეობის მიუხედავად, დე ფაქტო ხელისუფლება აღლუმის ჩატარებას ცხინვალშიც გეგმავს.

რაც შეეხება “უკვდავი პოლკის” ტრადიციულ მსვლელობასა და სამხედრო-საზღვაო აღლუმს, მათ ჩატარებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 26 ივლისს აპირებს, რის შესახებაც ოფიციალური განცხადება რამდენიმე დღის წინ გაკეთდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S