Accentnews.ge
"3000 ლარის გადახდა ბევრს გაუჭირდება, მაგრამ ჯარიმების ჩამოწერა შეიძლება, დამღუპველი იყოს"

"3000 ლარის გადახდა ბევრს გაუჭირდება, მაგრამ ჯარიმების ჩამოწერა შეიძლება, დამღუპველი იყოს"

27/05/2020 09:14:58 საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაწესებული 3000–ლარიანი ჯარიმის გადახდა ბევრს გაუჭირდება, თუმცა მათი ჩამოწერა დამღუპველი იქნება.

"თავიდან პრევენციული თვალსაზრისით ამან ძლიან კარგად იმუშავა. ჩვენ გვაქვს ორი მიმართულებით პრობლემა: ერთი, რომ ძალიან გაუჭირდებათ გადახდა და რაღაც უნდა მოვიფიქროთ, მაგრამ მეორე გამოწვევა არის ის, რომ მეორე ტალღას როდესაც ელოდება ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ და მთელი მსოფლიო, უკვე დღეს თუ ესე მარტივად ჩამოიწერება ეს ჯარიმები, ხვალ ადამიანები იფიქრებენ, რომ თუ ახალ ჯარიმას დააწესებ, სულ რომ 10 ან 100 ათასი ლარი იყოს, იმასაც მოუხსნიან და პრევენციულად შეიძლება, ამან არ იმუშავოს და დამღუპველი იყოს", – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ეს გარკვეულწილად ჩიხური სიტუაციაა, თუმცა გამოსავალი უნდა მოიძებნოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S