
გახარია: "2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი დამკვირვებელი იქნება"
27/05/2020 14:39:17 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების რაოდენობის შეზღუდვა არ იგეგმება და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათ საქმიანობაში ხელი შეუწყოს.
„დარწმუნებული ვარ, რომ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე იქნება ყველაზე მეტი დამკვირვებელი. უბრალოდ დარწმუნებული ვარ ამაში, ამისთვის ჩვენც გავაკეთებთ მაქსიმუმს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოლეგებიც იზრუნებენ. ეპიდემიოლოგიურად ტესტები იქნება, დისტანცია იქნება, ტრანსპორტირება იქნება, რაც იქნება გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ. მერწმუნეთ, რომ არ იქნება შეფერხება, რა თქმა უნდა, რაღაც გლობალური აფეთქება თუ არ მოხდა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.