
ბათუმში აქცია დაკავებებით დასრულდა
27/05/2020 15:16:08 სამართალი
ბათუმში აქცია დაკავებებით დასრულდა. ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ახლობლები ქუჩის გადაკეტვას გეგმავდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობის გამო რამდენიმე პირი დააკავეს.
ბრალდებულების ოჯახის წევრებმა თავდაპირველად საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს, მოგვიანებით კი მსვლელობა ბათუმის ქუჩებში მოაწყვეს. მათი თქმით, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულები უდანაშაულოები არიან და ისინი უნდა გათავისუფლდნენ. რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე 5 მაისს დააკვეს.