Accentnews.ge
"ადამიანებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ 400-ლარიანი დახმარების და 150-ლარიანი ვაუჩერის მისაღებად მე მომმართონ"

"ადამიანებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ 400-ლარიანი დახმარების და 150-ლარიანი ვაუჩერის მისაღებად მე მომმართონ"

27/05/2020 16:43:44 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ბოლო დროს მის პირად ტელეფონზე შედის არაერთი უცნობი პირის ზარი, დახმარების თხოვნით.

„ბოლო კვირაა ჩემთან შემოდის არაერთი ზარი. ხულოდან იყო 40 წუთის წინ ზარი, შემდეგ შემიძლია კონკრეტულ უწყებებს გადავცე ნომერი, რომელიც გაარკვევს. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. კონკრეტული ნომრით უკავშირდებიან და მოსახლეობას აძლევენ ჩემი და კიდევ ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ნომერს და ეუბნებიან, რომ მიმართეთ მათ, თქვენ გეკუთვნით 400-ლარიანი დახმარება და 150 ლარიანი ვაუჩერი. ესეც, რა თქმა უნდა, ემსახურება საზოგადოების გაღიზიანებას და შემდეგ ამაში პოლიტიკური სარგებლის ძიებას. ალბათ კარგად მიხვდებით სად შეიძლება, იყოს მისამართი ასეთი დაგეგმარების“, -განაცხადა ხუნდაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S