კობახიძე – ოპოზიციას: "ეს იყო მასტერკლასი, რომელიც პრემიერმა ჩაგიტარათ გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს"

27-05-2020 22:35:32 საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას "ახალი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან წარმატებული ბრძოლისთვის" განსაკუთრებულ მადლობას უხდის და მიიჩნევს, რომ დღევანდელი გამოსვლით პრემიერმა "გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს" მასტერკლასი ჩაუტარა.

"ამ 3 თვის განმავლობაში ვიდრე ვისმენდით ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან საბრძოლველად სახსრები გაიღეს. პარტიის თავმჯდომარემ "კოვიდის" ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა და "ოცნების" დეპუტატებმა ხელფასის ნაწილი შესწირეს. ეს 100 მილიონიც კი გახადეს ქილიკის თუ კრიტიკის საგანი და ეს იმ ფონზე, როდესაც, მე გადავამოწმე და "ნაციონალური კლასტერიდან" მხოლოდ ერთი დეპუტატს აქვს თანხა გადარიცხული ფონდში. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი, ამ ბრძოლის პირველ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს – კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნ. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ბოროტზე კეთილმა, გაიმარჯვა საზოგადოებამ, საქართველოს ხელისუფლებამ, "ოცნებამ". განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის პრემიერს, რომელი დღე წასდგა პარლამენტის წინაშე ანგარიშით და მე ვიტყოდი, ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს. ეს იყო ჩვეული დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში ჩვენ წარმატება მოგვიტანა“, – განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები