Accentnews.ge
„გველის ურთულესი 6 თვე და ამ პერიოდში კვლავ გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, მისი სამართლიანობისა და თანადგომის იმედი“

„გველის ურთულესი 6 თვე და ამ პერიოდში კვლავ გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, მისი სამართლიანობისა და თანადგომის იმედი“

27/05/2020 19:08:01 საშინაო პოლიტიკა

„გველის ურთულესი 6 თვე და ამ პერიოდში კვლავ გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, მისი სამართლიანობისა და თანადგომის იმედი“, – ამის შესახებ პრემირ–მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მინდა, გულწრფელი და უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეს პირველ რიგში, თანადგომისთვის, გონიერებისთვის და სამართლიანობისთვის. ეს ჩვენი საერთო ნაბიჯებია, ეს ჩვენი საერთო მიღწევებია. დღეს კიდევ არ შეგვიძლია, საბოლოო გამარჯვება დავარქვათ. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გადავლახეთ პირველი ტალღა. ძალიან კარგად გვესმის, რომ გლობალური პანდემია თავისი ზემოქმედებით ეკონომიკაზე მივიდა თითოეული ქართველი მოქალაქის ოჯახში, ბევრ ადამიანს გაუჭირდა. ყველას კარგად გვესმის და კარგად ვხედავთ, რომ ჩვენი დახმარება, სახელმწიფოსი მოქალაქის მიმართ უნდა იყოს უფრო მეტი, უფრო ქმედითი, უფრო სწრაფი, ეს ყველაფერი გასაგებია და ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც ამის საჭიროება ექნება, სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, თანადგომას მიიღებს, მაგრამ ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ წინ გველის ურთულესი 6 თვე და ამ ურთულესი 6 თვის განმავლობაში ჩვენ ისევ გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, მისი სამართლიანობის და თანადგომის იმედი. ეს იქნება ურთულესი 6 თვე როგორც ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური პრობლემების გადალახვის, ეკონომიკური აღორძინების თავლსაზრისით. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის 6 თვეა, როდესაც ჩვენ უნდა ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები. უნდა ჩავატაროთ ქვეყანაში ისეთი არჩევნები, როდესაც არ მივცემთ შესაძლებლობას არავის, რაც დღეს ხდება – ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენება ადამიანის ჯანმრთელობის საკითხი, სიცოცხლის საკითხი, გამოიყენება პოლიტიკური სპეკულირებისთვის; როდესაც პოლიტიკური სპეკულირებისთვის და პოლიტიკური ქულების დასაწერად ადამიანები არ ერიდებიან სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული, ნორმალური, ღრმა ურთიერთობები, უბრალოდ, პროვოკაციების საშუალებით, რისკის ქვეშ დააყენონ. უნდა გვესმოდეს, რომ უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, უაღრესად რთული და გამოწვევებით სავსე 6 თვე გველოდება, მაგრამ ჩვენ აქაც გავიმარჯვებთ, რადგან აქაც გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, სამართლიანობის და თანადგომის იმედი", – განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S