
"მთავრობა მოქალაქეებს 5 წლის განმავლობაში იპოთეკური სესხების პროცენტის 4%-ს დაუფინანსებს"
28/05/2020 08:32:16 საშინაო პოლიტიკა
"მთავრობა მოქალაქეებს 5 წლის განმავლობაში იპოთეკური სესხების პროცენტის 4%-ს დაუფინანსებს", – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, სუბსიდირება შეეხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე გაფორმდება.
“მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის პროცენტს ოთხ პროცენტს ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება, ხუთი წლის განმავლობაში. რაც ნიშნავს იმას რომ ეს რეალურ მოთხოვნას შექმნის სამშენებლო ბაზარზე. ხუთი წლის განმავლობაში გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საცხოვრებელი პირობის გაუმჯობესებას გადაწყვეტს”, – განაცხადა პრემიერმა.