
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშენებლობა გაგრძელდეს"
28/05/2020 08:34:41 საშინაო პოლიტიკა
საქართვეკოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცახდებით, მშენებლობის საკითხი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გაეკეთდეს, რომ მშენებლობა გაგრძელდეს.
"დღეს ვსაუბრობთ მე-4 ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც ეხება მშენებლობას და დაველოპმენტს. მშენებლობა/დეველოპმენტი პანდემიამდე ჩვენი შიდა პროდუქტის 9%-ს შეიცავდა. იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და ამ სექტორში 120 000 ადამიანია დასაქმებული და ფაქტობრივად თუ ირიბად კიდევ ამდენი მუშაობს. 2008 წლის კრიზისის შემდეგ ეს სექტორი მთავრობის მხრიდან იყო საერთოდ მიგდებული და ერთეული კომპანიები გადარჩნენ. შენება უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშენებლობა გაგრძელდეს", - განაცხადა გახარიამ.