
"იგეგმება 2013 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის შეღავათების დაწესება"
28/05/2020 08:47:18 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, იგეგმება 2013 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის შეღავათების დაწესება.
"მე ვიცი, რომ 9 პროექტი უკვე განხილულია და დაკმაყოფილებულია და ეს დაახლოებით 3500 ოჯახზეა და უკვე განხილვაშია 30 პროექტზე მეტი. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის ხალხია, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში რაღაც ხარჯი გაიღო, ელოდებოდა, რომ სამშენებლო პირობებს გაიუმჯობესებდა, საკუთრება ექნებოდა, ბინა, საცხოვრებელი ადგილი ექნებოდა და სამწუხაროდ, აი, ასე... განსაკუთრებით ეს ეხება 2008 წლის კრიზისის შემდგომ დამძიმებულ მდგომარეობას და კრიზისში შესულ სამშენებლო კომპანიებს”, - განაცხადა გახარიამ.