Accentnews.ge
"თუ საარჩენო სისტემა არ შეიცვალა, ოპოზიციას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება, რაც შეიძლება, ცუდი არც იყოს"

"თუ საარჩენო სისტემა არ შეიცვალა, ოპოზიციას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება, რაც შეიძლება, ცუდი არც იყოს"

28/05/2020 10:00:25 საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საარჩენო სისტემის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, ეს მათვე დააზიანებს, რაც შეიძლება, ცუდი სულაც არ იყოს.

„საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენი მხრიდან ექნება სრული მხარდაჭერა, თუ ოპოზიცია მხარას არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებეს აქ არის ორი ვარიანტი - ამ ორი პარტიის ხმების გარეშეც შეიძლება გავიდეს და დიდი ალბათობით გავა საკონსტიტუციო ცვლილებები, ჩვენ ამის დიდი იმედი გავქვს,თუ არ გავა, ესეც არ არის დიდი პრობლემა - ამ შემთხვევაში შენარჩუნდება ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ამ ორმა პარტიამ [ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“] დაუტოვა ქვეყანას სახსოვრად. ჩვენ დიდი იმედი, გვაქვს რომ ეს სისტემა შეიცვლება. თუ არ შეიცვლება კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება ამ ორ პარტიას იმიტომ, რომ თუ ჰქონდათ ცოტა მეტი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის შანსი, ახალი სისტემით 120/30-ით, ძველი სისტებით -77/73 -ზე კიდევ უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი ეს ორი პარტია პარლამენტში, რაც შეიძლება ცუდი არც იყოს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S