Accentnews.ge
27 მაისს დაკავებული 26 პირი 1 000–1 000 ლარით დაჯარიმდა

27 მაისს დაკავებული 26 პირი 1 000–1 000 ლარით დაჯარიმდა

28/05/2020 13:33:10 სამართალი

ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დასრულდა.

30 დაკავებულიდან 26-ს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, 2 გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა, ხოლო კიდევ ორი პირის პროცესი გადაიდო.

გუშინ აჭარის მთავრობის წინ დაწყებული აქცია, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებებით დასრულდა. სამართალდამცველებმა 30 პირი დააკავეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა კადრები, რომელშიც, მათი განმარტებით, ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს ის პირები აიყვანეს, რომლის გათავისუფლებასაც 27 მაისის აქციის მონაწილეები ითხოვდნენ.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ პროტესტი დაკავებულების გათავისუფლებამდე არ შეწყდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S