Accentnews.ge
"უარი არავის უთხრათ": ბოლო ორი დღის განმავლობაში ენგურის ხიდით დე ფაქტო საზღვარი 260-მა პირმა გადაკვეთა

"უარი არავის უთხრათ": ბოლო ორი დღის განმავლობაში ენგურის ხიდით დე ფაქტო საზღვარი 260-მა პირმა გადაკვეთა

28/05/2020 15:05:31 კონფლიქტები

ბოლო ორი დღის განმავლობაში ენგურის ხიდით აფხაზეთთან დე ფაქტო საზღვარი 260-მა პირმა გადაკვეთა, - იუწყება აფხაზური დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი. «26 მაისს ორგანიზებულ იქნა ჰუმანიტარული დერეფანი მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ გადასულები. ორი დღის განმავლობაში საზღვარი დაახლოებით 260-მა პირმა გადმოკვეთა. მუშაობა საშტატო რეჟიმში მიმდინარეობს, არავითარი პრობლემა არ არის.», – მოახსენა დღეს ოპერატიული შტაბის თათბირზე დე ფაქტო პრემიერ ალექსანდრე ანქვაბს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებელმა რობერტ კიუტმა.

თავის მხრივ, ანქვაბმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში სამკურნალოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის მსურველთა რაოდენობა იზრდება.

“მრავალი – უმთავრესად ჰუმანიტარული მიზეზების გამო ჩვენ ამ პროცესს ვერ შევაჩერებთ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს იმ პირთა ლეგალიზებას, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ უნდა გავიდნენ რესპუბლიკიდან. არიან მძიმე ავადმყოფები, ბავშვები, რომელთა სამკურნალოდ გასვლაც აუცილებელია. ასე, რომ ვიძლევი აბსოლუტურად გასაგებ და მარტივად შესასრულებელ დავალებას – უარი არავის უთხრათ” – განაცხადა დე ფაქტო პრემიერმა.

  • სოხუმმა დე ფაქტო საზღვარი კორონავირუსის აფხაზეთში გავრცელების რისკის მოტივით ჩაკეტა. 26 მაისს ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსული მოქალაქეებისთვის, რომელთაც შინ დაბრუნება სურდათ, “ჰუმანიტარული დერეფანი” მოაწყვეს.
  • თავად აფხაზეთში ამ დოირსთვის კოვიდ-ინფიცირების 28 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 15 პაციენტი განიკურნა, ერთი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S