Accentnews.ge
აფხაზეთის ენერგომოხმარებამ ქალაქ თბილისის მაჩვენებელს 30%-ით გადააჭარბა

აფხაზეთის ენერგომოხმარებამ ქალაქ თბილისის მაჩვენებელს 30%-ით გადააჭარბა

28/05/2020 19:44:58 კონფლიქტები, ეკონომიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომოხმარებამ მიმდინარე წლის აპრილში ქალაქ თბილისის შესაბამის მაჩვენებელს 30%-ით გადააჭარბა, - იუწყება ანალიტიკური კომპანია “Galt & Taggart”.

“საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის” (ESCO) მონაცემებით, 2020 წლის აპრილში აფხაზეთში აბონენტებმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18.4%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარეს, თბილისში კი ეს მაჩენებელი იმავე პერიოდში 23%-ით შემცირდა. ამასთან, მთლიანობაში საქართველოში ენერგომოხმარება 12.9%-ით იყო შემცირებული, რაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო შემოღებულ შეზღუდვებს უკავშირდება.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, აფხაზეთის ენერგომოხმარება 2014-19 წლებში “თელასისას” საშუალოდ 30%-ით ჩამოუვარდებოდა. ამასთან, მთელი ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა რაოდენობრივად თბილისის მაცხოვრებლების დაახლოებით მეხუთედს შეადგენს.

Galt & Taggart აღნიშნავს, რომ აპრილში “ენგურჰესის” გამომუშავებამ აფხაზეთის მოთხოვნა სრულად ვერ დაფარა და ელექტროენერგიის დაახლოებით 70% ოკუპირებულმა რეგიონმა რუსეთიდან მიიღო.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგი ენერგოსისტემის გადატვირთულობას იწვევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S