საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის საპატიმროში თავი ჩამოიხრჩო

29-05-2020 09:57:16 სამართალი

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის საპატიმროში თავი ჩამოიხრჩო,– იუწყება ბერძნული მედია ათენის პოლიციაზე დაყრდნობით.

მედიის თანახმად, საქართველოს 46 წლის მოქალაქეს პოლიცია მიგრანტების ტრეფიკინგს ედავებოდა. უახლოეს დღეებში ბრალდებული სასამართლოს წინაშე უნდა წარმსდგარიყო. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზიც.

ბრალდებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით პოლიციის დეპარტამენტის დროებით საკანში დაასრულა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები