მინისტრის მოადგილემ სურსათის შეუფერხებელი მიწოდების საკითხები ონლაინ გამართულ შეხვედრაზე მონაწილე მხარეებთან ერთად განიხილა

29-05-2020 12:03:56 ეკონომიკა ,რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებაში სურსათის შეუფერხებელი მიწოდების საკითხები ონლაინ გამართულ შეხვედრაზე მონაწილე მხარეებთან ერთად განიხილა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, ხატია წილოსანმა შეხვედრის მონაწილეებს პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის მიერ სურსათის მარაგების კონტროლის და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფისთვის განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.

მათივე ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა ხორბლის მარაგების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯების მნიშვნელობა. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან ფერმერები მნიშვნელოვან მხარდაჭერას არაერთი მიმართულებით იღებენ.

„შეხვედრაში, რომელის ორგანიზატორი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) იყო, მონაწილეობდნენ FAO-ს ასისტენტ გენერალური დირექტორი, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენელი ვლადიმერ რახმანინი, FAO-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენელის მოადგილე რაიმუნდ იელე, FAO-ს ეკონომიკური და სოციალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მასიმო ტორერო, ხორვატიის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტუგომირ მაჯდაკი, სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არმან ხოჯოიანი, უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტარას კაჩკა და კოპა კოჯეკას ვიცე-პრეზიდენტი პაოლო გუეირა. FAO-ს რეგიონულმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ რახმანინმა პანდემიის შემდგომ პერიოდში სოფლის მეურნეობაში ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ელექტრონული პლატფორმების დანერგვაზე გაამახვილა ყურადღება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები